დუშეთში ჩატარდა 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია ჩემპიონატი კარატეში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით, ქ.დუშეთში ჩატარდა 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც ადგილობრივ მოზარდებთან ერთად მონაწილეობდა სპორტსმენთა 13 გუნდი თბილისიდან, მცხეთიდან, თეთრიწყაროდან, წეროვნიდან და კასპიდან.

მონაწილე გუნდებმა მიღებული მედლების მიხედვით მოიპოვეს შემდეგი საპრიზო ადგილები:
I) 8 ოქრო, 2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო: კლუბი “მეოხი” – თბილისი.
II) 5 ოქრო,3 ვერცხლი,7 ბრინჯაო: კლუბები “თორი” და “ალგეთი” – თბილისი, თეთრწყარო.
III) 3 ოქრო,7 ვერცხლი,12 ბრინჯაო: კლუბი “არაგველები” – დუშეთი.
IV) 3 ოქრო, 2 ვერცხლი,9 ბრინჯაო,კლუბი “განთიადი” – წეროვანი, ქანდა.

Visited 91 times, 1 visit(s) today