დღეიდან აჭარაში სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია ამოქმედდება. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე სამმხრივი სოციალური დიალოგი ეროვნულ დონეზე ევროპის კონტექსტში. კომისიას ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის აჭარის რეგიონში შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კომისიის მუშაობის პროცესში მთავრობის ჩართულობზე.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო თემის ირგვლივ – აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის მიზნით შევიკრიბეთ. სამმხრივი კომისია უკვე არსებობს ეროვნულ დონეზე და მისი შექმნა აჭარაში ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, მის შესაძლებლობებსა და მზარდ განვითარებას. საკითხები, რომლებზედაც უნდა იმუშაოს აჭარაში დაარსებულმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, საინტერესოა როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გავართმევთ თავს ახალ რეფორმებს, გავაუმჯობესებთ ჩვენი მოქალაქეების შრომით უფლებებს, დავამკვიდრებთ დემოკრატიის თანამედროვე სტანდარტებს“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აჭარაში მოქმედი სოციალური პასუხისმგებლობის სამმხრივი კომისია წარმოდგენილია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების შემადგენლობით. კომისია დაარეგულირებს ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცავს მშრომლეთა უფლებებსა და უსაფრთხოებას, განიხილავს შრომით დავებს.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისისა საზოგადოებრივი მოძრაობაა და საქრთველოში 2013 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანი და ამოცანაა სოციალური პარტნიორობის განვითარება, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობაას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა, ასევე, შრომმით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმომადგენელი ელზა ჯგერენაია, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ კორძაია, შრომის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები ლეო სიბელი და ჟოლტ დუდაში, აჭარის მინისტრთა კაბინეტი და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი.
ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო შრომის ორგანიზაცია (ILO) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტრო