დღეიდან №39 ავტობუსის მგზავრებს ახალი, MAN-ის კომფორტული, ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეიდან №39 ავტობუსის მგზავრებს ახალი, MAN-ის კომფორტული, CNG ძრავაზე მომუშავე, ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება.
№39 მარშრუტზე ავტობუსები ვარკეთილის IV მ/რ -დან მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილიის მერიის მხარდაჭერით 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა 143 ახალი დიდი მოცულობის MAN-ის ავტობუსები, რომელთა მომსახურებისა და ტექნიკური გამართვისთვის აშენდა უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი ავტობაზა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ № 9, 14, 21, 24, 37, 51, 61, 87, 88 და 140 მარშრუტებზე.

Visited 230 times, 1 visit(s) today