დღეისათვის საქართველოში 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა გლდანის აგრარული ბაზრის ფუნქციონირების განახლების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციას და მოვაჭრეებს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნეს. სამუშაოების მიმდინარეობასა და არსებულ ვითარებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე გაეცნენ. ბაზრის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბაზრის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები, რათა ბაზარმა ხვალიდან განაახლოს ფუნქციონირება. 2 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

Visited 41 times, 1 visit(s) today