დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი საკითხის ბედი წყდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი საკითხის ბედი წყდება. თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ყოველდღიური პრობლემები და საჭიროებები. დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს და უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს თავიანთ უბნებში, სოფლებში, ქალაქებში და აქედან გამომდინარე, შექმნის უკეთეს ყოფას და ყოველდღიურობას.
დღეს არჩეულმა დეპუტატებმა და მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას; უნდა შეძლონ და მოუსმინონ იმას, რაც უნდა ხალხს და რა გასაჭირიც არის ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში.
ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს გამოვიყენე შემდეგნაირად – ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე – ეს იყო ჩემი არჩევანი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას

Visited 122 times, 1 visit(s) today