ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარკირების ნიშნები დაიდგა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში დაიდგა ტურისტული მარკირების ნიშნები, რომლებზეც ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი იფორმაციაა დატანილი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ამ ეტაპზე თამაზ სტეფანიას სახელობის უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ხორციელდება. უბანში უკვე დაიგო ქვაფენილი, გაკეთდა გარე განათება, მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები. ამჯერად კი საცხოვრებელი სახლის ფასადებისა და კარებების გალამაზება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ M4EG-ის საპილოტე პროექტის ფარგლებში, 2019 წელს აშენდა „აგროცენტრი“, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება. პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ საერთო ბიუჯეტი 380 000 ევროა, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს.

Visited 81 times, 1 visit(s) today