ევროკავშირის ელჩთან ჯანდაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ დღეს ევროკავშირის ელჩ პავერ ჰერჩინსკისთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ძირითადად ჯანდაცვის სფეროში ევროკავშირის ჩართულობით განხორციელებულ პროექტებს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს დაეთმო.

„ვისაუბრეთ ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი სრულად ინფორმირებულია იმ მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებსაც პარლამენტი, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ჯანდაცვის მიმართულებით ახორციელებს“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.

Visited 34 times, 1 visit(s) today