ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველო საგზაო უსაფრთხოების შესახებ კამპანიას იწყებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში სიკვდილიანობისა და სხეულის დაზიანების შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს უკავშირდება. საგზაო უსაფრთხოებისა და მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის, EIB-ის მხარდაჭერით, დაიწყო ერთიანი საკომუნიკაციო კამპანია: „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“. კამპანია, რომლის სლოგანია „არ გაიმეორო შეცდომა“, ფოკუსირებულია იმ ადამიანების რეალურ ისტორიებზე, რომლებიც თავად დაზარალდნენ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად. კამპანიის ფარგლებში მომზადდება და გავრცელდება საგზაო უსაფრთხოების თემაზე სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო ფოტო და ვიდეო მასალები.

Visited 46 times, 1 visit(s) today