ევროპარლამენტის შეფასებები იყო ძალიან ობიექტური

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა დადებითად შეაფასა ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლის ანდრეის მამიკინსის მიერ მომხადებული ანგარიშის პროექტი და მასთან დაკავშირებით ევროპარლამნეტარების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მინისტრის შეფასებით აღნიშნული წარმოადგენს ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგს:
„ევროპარლამენტის შეფასებები იყო ძალიან ობიექტური, ზუსტი და ასახავს იმ წარმატებულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტარების მხარდაჭერა. მხარდაჭერა გვაქვს როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე. მინდა ევროკომისარ ჰანის ვიზიტი შეგახსენოთ, რომლის დროსაც მან ძალიან მაღალი შეფასებები მისცა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით ვახორციელებთ“, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურანლისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

Visited 128 times, 1 visit(s) today