ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სემინარში-,,ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა-სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით , თბილისის საკრებულოში ჩატარდა და მასში საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მერებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიმართეს. თითოეულმა მათგანმა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ევრიპის როლსა და შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრა.
,,ევროპა მართლაც ჩვენი ისტორიული არჩევანია, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესები კი შრომატევადი და საპასუხისმგებლო. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ გზაზე ღირსეულად ვიაროთ. გამოვდივარ ინიციატივით, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგიონებშიც გაიმართოს. აქვე გამოვთქვამ მზაობას, რომ ერთ-ერთი პირველი მასპინძელი სწორედ დედოფლისწყაროს მინიციპალიტეტი იყოს“-აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Visited 167 times, 1 visit(s) today