ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დაინტერესდა დევნილთა უფლებრივი მდგომარეობით, გაეცნო განსახლებისა და დასაქმების პროგრამებს, ასევე განათლების ხელმისაწვდომობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
დღესვე, ლილიან მორი პასკიე სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.

Visited 100 times, 1 visit(s) today