ევროპის საბჭოს 30-ე პლენარული სესია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარული სესიას დაესწრნენ.
სესიაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ის დოკუმენტი განიხილეს, რომლის თანახმად, საქართველო 2017 წელს “ადგილობრივითვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიას” უნდა შეუერთდეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება პოსტმონიტორინგის პროცესსა და რეგიონების დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის შედეგად მიღწეულ პროგრესს, ასევე კონგრესის რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებას შეეხო.
როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ფრეკონმა განაცხადა, კონგრესი მუშაობას საქართველოსთან ერთად კვლავაც განაგრძობს და ქვეყანას არსებული რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება.

Visited 155 times, 1 visit(s) today