ევროპული კომისია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ რეფორმებს დადებით შეფასებას აძლევს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადდა. როგორც ევროპული კომისიის ანგარიშშია ნათქვამი, „ის მნიშვნელოვნად აფართოებს დაცული დისკრიმინაციული ნიშნების ჩამონათვალს“.
პოზიტიურად არის შეფასებული ისიც, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა დამოუკიდებელი ორგანოს − სახალხო დამცველის აპარატის, მიერ ხორციელდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ფუნქციის შესრულებისათვის ომბუდსმენის აპარატმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება მიიღო.
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ევროპის საბჭოს ფარგლებში დაარსდა 2002 წელს. კომისია ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს რასიზმისა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Visited 178 times, 1 visit(s) today