ეკატერინე გრიგალავამ “ვერცხლისწყლის შესახებ” მინამატას კონვენციის მხარეთა პირველ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ. ჟენევაში (შვეიცარია) “ვერცხლისწყლის შესახებ” მინამატას კონვენციის მხარეთა პირველი კონფერენცია ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო გაეროს ყველა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო სექტორი.
მინამატას კონვენციის მხარეთა პირველი კონფერენცია მოიცავდა მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სეგმენტს, რომელშიც მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიიღო. კონფერენციის მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარმოაჩინეს ეროვნულ დონეზე გამოვლენილი საკითხები ვერცხლისწყლის პირველადი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილული საკითხების შესახებ შემაჯამებელი მოხსენებები წარდგენილ იქნა პლენარულ სესიაზე და ხაზგასმულ იქნა ის ფაქტი, რომ ვერცხლისწყლის შემცველი ნარჩენების მართვა, ემისიების მონიტორინგი და კონტროლი, ასევე ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესი საკითხებია და შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდება ეროვნულ დონეზე.
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი არის უმთავრესი მექანიზმი, რომელიც კვლავაც გააგრძელებს მხარე ქვეყნებისათვის ფინანსურ მხარდაჭერას მინამატას კონვენციის მიზნების განხორციელებისათვის. ასევე დონორმა ქვეყნებმა, – როგორიცაა შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, აშშ და იაპონია კვლავაც მზად არიან გამოყონ სახსრები ვერცხლისწყლის საკითხებთან დაკავშირებით.
კონფერენციის პარალელურად მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ გამართა ორმხრივი შეხვედრა გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან ბატონ იან დუსიკთან მომავალში საქართველოში განსახორციელებელი გარემოსდაცვითი პროექტების თაობაზე.

Visited 152 times, 1 visit(s) today