ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისები იყო შეხვედრის მთავარი აქცენტები. ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა იმსჯელეს სელექტიური კონტრაქტირების პირობებსა და გამოწვევებზე. შეხვედრას 60-ზე მეტი კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა.

Visited 103 times, 1 visit(s) today