ეკატერინე ტიკარაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ის პროექტები, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სოციალურ და ჯანდაცვით პროექტებზე, მათ შორის პალიატიური დახმარების სისტემის განვითარების პროექტზე, რომელიც სამინისტროს ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების დანერგვაში ეხმარება. ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს ჩეხეთის მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, რომელიც პალიატური სერვისების განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისთვის გატარდა. ჯანდაცვის მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ სამომავლოდ პალიატიური სერვისები კიდევ უფრო გაფართოვდეს, მეტი პაციენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და ამ საქმეში კვლავ აქტიურად იყოს ჩართული ჩეხეთის რესპუბლიკა.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხო შრომითი და ცირკულარული მიგრაციის შესახებ თანამშრომლობას, რომლის მიზანია მოქალაქეთა ლეგალური მიგრაციისა და მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობა.
შეხვედრის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა და ჩეხეთის ელჩმა ისაუბრეს პრაღაში დაგეგმილი სამედიცინო კონფერენციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და ქართული დიასპორის წარმატებული მოღვაწეობის გაზიარებისთვის. შეხვედრის ბოლოს პეტრ მიკისკამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმები მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ჩეხეთის რესპუბლიკა, კი მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა ამ გეგმების წარმატებით განხორციელებისთვის.

Visited 123 times, 1 visit(s) today