ეკა ბესელია” რუსთავი 2″-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკა ბესელია” რუსთავი 2″-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “რუსთავი 2”-ს ბოდიშის მოხდას სთხოვს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“მორიგი სიცრუე რუსთავი 2 ის მხრიდან: გუშინ გადაცემა “პს”- ში დევნილთა თემაზე მომზადებულ ცალმხრივ და არაობიექტურ სიუჟეტში იყო კიდევ ერთი აშკარა და მიზანმიმართული სიცრუე: სიუჟეტის ავტორმა თქვა რომ თეკლა ხუციშვილს ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროს ადვოკატი ლილი გელაშვილი იცავდა. უკვე რამდენჯერმე იყო ეს არასწორი ინფორმაცია სხვადასხვა კონტექსტში გამეორებული.
კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ ტელევიზიას, რომ ჩემი საადვოკატო ბიურო 2012 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს, ადვოკატი ლილი გელაშვილი არ მუშაობს და არ აქვს ჩემთან არანაირი კომუნიკაცია 2013 წლიდან და მოვითხოვ გაასწორეთ ეს ცრუ ინფორმაცია თქვენივე ეთერში!
შესაძლოა ვინმემ იფიქროს რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს. ფაქტზე მეტად მოტივაციაა და მიზანია საყურადღებო, წლებია ეს ტელევიზია ცდილობს პირდაპირ ან ირიბად ჩემს მიმართ მიზანმიმართული მტრობა თუ მიუღებლობა გამოხატოს ცრუ, ცილისმწამებლური და არაობიექტური ინფორმაციებით. ზოგჯერ და უფრო ხშირად ღიად, ზოგჯერ ქვეტექსტებით. დააკავშიროს ჩემთან ყველა და ყველაფერი.
სხვათაშორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა ცილისმწამებელ ელისაშვილს “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”, გაჟღერებული ცილისმწამებლური განცხადებები ამავე ეთერით უარყოს!!!
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება “რუსთავი 2 “-მა ნეტა რატომ არ გააშუქა? სერიალებივით რომ გრძელდებოდა ცილისმწამებლური განცხადებები ჩემს მიმართ ამ არხზე, ამავე თემაზე სასამართლოს გადაწყვეტილება სადაც ელისაშვილი ცილისმწამებლად გამოცხადდა, ნეტა რატომ არ მოექცა ამ ” ობიექტური” ტელევიზიის ყურადღების ქვეშ?”, – წერს სოციალურ ქსელში ეკა ბესელია.

Visited 175 times, 1 visit(s) today