ეკონომიკის სამინისტროში 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი. როგორც prof-news-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ეკონომიკის სამინისტროში ხანძრის თაობაზე გამოძახება “112”-ში 06:05 საათზე დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია შენობის მე-6 – მე-7 სართულებზე შეკიდული ჭერი, ასევე ოთახები 400-500 კვადრატული მეტრის ფართობზე.
სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 11 ბრიგადა მუშაობდა.
Visited 157 times, 1 visit(s) today