ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფისკალურ საქმეთა კომიტეტის (CFA) შეხვედრა პარიზში გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა, ლაშა ხუციშვილმა და ლერი ბარნაბიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ქ. პარიზში გამართლ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფისკალურ საქმეთა კომიტეტის (CFA) შეხვედრაში.
კომიტეტის სხდომა მიეძღვნა საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის სფეროში დაგეგმილ სიახლეებს, კერძოდ, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციისათვის განსახორციელებელ საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ ესტონეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელზეც განიხილეს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საგადასახადო საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

Visited 157 times, 1 visit(s) today