ეკო-კორიდორების ფონდის საკონსულტაციო რეგიონული ფორუმი გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ეკო-კორიდორების ფონდის საკონსულტაციო რეგიონული ფორუმი (ECF) გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა.
დაინტერესებულ მხარეებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ეკო-კორიდორების პროგრამის მიზანია მთავრობასთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკოლოგიური კორიდორების ფარგლებში მდგრადი მიწათ და ტყით სარგებლობის პრაქტიკის დანერგვა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკო-კორიდორების ფონდის ჩამოყალიბება.
ეკო-კორიდორების ფონდმა უნდა უზრუნველყოს, დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელ მონაკვეთებში, ლანდშაფტურ დონეზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი სოციო-ეკონომიკური განვითარება, რაც ეხმიანება ბიომრავალფეროვნების კონვენციის (CBD) სტრატეგიული მიმართულებებსა შესაბამის მიზნებს.
პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური დახმარებით.
შეხვედრას გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები და სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან ესწრებოდნენ.

Visited 110 times, 1 visit(s) today