ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვისოლმა საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგური შემატა. ელექტრომოლების მძღოლები თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე უფასოდ შეძლებენ საკუთარი ავტომობილის გამართვას. ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგურის გახსნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. ღონისძიებაზე სიმბოლურად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მედია Test Drive-იც გაიმართა ელექტრომოლთა მძღოლების კლუბის – Nissan Loaf Club Georgia-სა და „ავტობილდის“ ხელმძღვანელობით.

ზაფხულის დასასრულამდე ვისოლი ელექტრომობილების დამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს გახსნის გორში და მომავალში ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს.

„ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით განავითარებს. „ი-სპეისი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას.

Visited 252 times, 1 visit(s) today