ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით, ონის მერმა – ბატონმა ემზარ საბანაძემ, სოფლებში გზების წმენდის პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა. მან მოინახულა ონის რაიონის შვიდი სოფელი.
დღეის მდგომარეობით სოფლებში: ცხმორი,ფსორი, ბაჯიხევი,წედისი, ქვედრულა და ირი, გზები გაწმენდილია და გადაადგილება არ არის შეზღუდული. რაც შეეხება, წედისიდან სოფელ სხანარამდე მისასვლელ გზას, ის ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი, ამის გამო შესაბამისმა სამსახურებმა მერისგან მკაცრი მითითება მიიღეს და სოფელ სხანარამდე მისასვლელი გზაც უახლოეს მომავალში გაიწმინდება.
ემზარ საბანაძემ, სოფლებში გზების წმენდის პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა
15/12/2017