ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6468 ლარი გახდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6468 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6468 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6562 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0094 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7940 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7821 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0119 ლარი შეადგინა.

Visited 199 times, 1 visit(s) today