ერთი გაგიჟებული სააკაშვილის ხუშტურებმა გადაიყოლა საქართველოს წინსვლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამ წუთებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელსაც პოლიტიკური ორგანიზაცია
,,სახალხო ხელისუფლება” მართავს, მათი მთავარი მოთხოვნა და აქციის სლოგანია დაუყოვნებლივ აღსდგეს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან.

,,მინდა შევეხო მცოცავ ანექსიას და ოკუპაციას, ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა. მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას რომ გადადგას რეალური ნაბიჯები და განახორციელოს რეალური ქმედებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის გათვალისწინებით. ამ პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა უშუალოდ რუსეთთან დიალოგში შესვლა, ასევე ცხინვალის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რაც მოიტანს შედეგს. აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის დროს უმჯობესი იქნება ნაკლები კაკაო დალიოს და პრობლემის გადაჭრას მიხედოს ერთხელ და სამუდამოდ. ხალხი ხედავს რომ აბსოლუტურად უმოქმედოა ხელისუფლება, რატომ შეინარჩუნეს უზნეო კადრები პარლამენტში და ნებისმიერ სტრუქტურაში? ხალხს უნდა განვითარება და წინსვლა. ერთი გაგიჟებული სააკაშვილის ხუშტურებმა გადაიყოლა საქართველოს წინსვლა და პერსპექტივები, რომლის რეფორმებსაც დღემდე რესპუბლიკური პარტია აგრძელებს. მე მინდა მივმართო ქართულად მოაზროვნე ხალხს: მოაშორეთ ეს ხალხი ხელისუფლებიდან!”- განაცხადა PROF-NEWS-თან ინტერვიუში აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა შუკაკიძემ, რომელმაც დააანონსა პერმანენტული აქციები მანამ, სანამ პოლიტიკური რეპორმები არ შეიცვლება მოთხოვნების მიხედვით.

მოვლენების მიმდინდარე განვითარებას PROF-NEWS-ი უცვლელი რეჟიმით შემოგთავაზებთ.

Visited 224 times, 1 visit(s) today