ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეები ეკლესიამ უნდა განკვეთოს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით მამა ილია prof-news-თან კომენტარს აკეთებს:

,,სამწუხაროდ, უკვე სისტემური სახე მიიღო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში მოკალათებული, პოზიციის თუ ოპოზიციის წევრთა მიერ ხმამაღლა აღიარება იმ აზრისა, რომ ოჯახი შეიძლება იყოს ერთსქესიანთა კავშირი (ე.ი. ჰომოსექსუალური კავშირი). ასეთი ადამიანები ნიადაგს ამზადებენ ჰომოსექსუალური ქორწინების დაკანონებისათვის საქართველოში, თავისი მრწამსიდან გამომდინარე არ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, ისინი ქრისტიანობიდან ძალიან შორს დგანან, ამიტომ ეკლესიამ უნდა განკვეთოს ისინი თავისი სხეულიდან,ვინც ისედაც განკვეთილნი (ანუ განმდგარნი და დაპირისპირებულნი) არიან მასთან.
p.s. 1.განკვეთა, ანუ ბერძნულად ”ანათემა”, საეკლესიო სამართლებრივი ქმედებაა რომელიც გულისხმობს იმ პირის საეკლესიო ერთობიდან, ანუ ქრისტიანთა დასიდან გარიცხვას, ვინც ისედაც განდგარია და დაპირისპირებული ქრისტეს ეკლესიასთან, გამომდინარე მისი მრწამსიდან და ქმედებებიდან.
2. ეს სიტყვები არავინ მიიღოს ჰომოფობიურ განცხდებად. ეკლესია და მეც სიყვარულით ვუყურებთ ყველა ადამიანს. ერთია ჰომოსექსუალი ადამიანის მიმართ თანაგრძობა, და სხვაა ჰომოსექსუალური ქორწინების (და ოჯახის), მათ მიერ შვილის აყვანის უფლება. ეს საკითხები სრულად სხვადასხვაა და მათი ერთმანეთთან გათანაბრება დიდი შეცდომაა.”-განაცხადა მამა ილიამ.

Visited 1 132 times, 1 visit(s) today