ერთ კვირაში გამოვაქვეყნებ წერილს, სადაც ყველაფერს აღვწერ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ”ერთი კვირის თავზე” წერილის გამოქვეყნებას გეგმავს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება ”ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.
”დაახლოებით ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილობით და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, მისი თქმით, ახალ სახეებს არ იცნობს და ყველა მათგანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერაა შერჩეული.
ივანიშვილის მტკიცებით, მას კადრების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.

Visited 238 times, 1 visit(s) today