ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იანვრიდან 50-თეთრიანი მონეტა გადახდის კანონიერ სტატუსს კარგავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2018 წლის 1-ლი იანვრიდან ოქროსფერი, 50-თეთრიანი მონეტა გადახდის კანონიერ სტატუსს კარგავს. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ, ანგარიშსწორების მიზნით, ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის მიღების ვალდებულება.
სებ-ის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის გადაცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 50-თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

Visited 277 times, 1 visit(s) today