”ეროვნული ფორუმის” გასვლით უმრავლესობა არ იშლება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.
საპარლამენტო უმრავლესობა სულ 7 ფრაქციის და ჯამში 88 წევრისგან შედგებოდა, მათ შორისაა, როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ფრაქციები, ასევე ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული მაჟორიტარების ორი ფრაქცია.
”ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება. იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობიდან ”რესპუბლიკელებიც” გავლენ, რომელსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავს, დაიშლება, როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელს საპარლამენტო სტრუქტურაში.

Visited 132 times, 1 visit(s) today