ეროს რამაზოტის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცნობილი იტალიელი მომღერლის, ეროს რამაზოტის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყო, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბილეთები გაიყიდება როგორც ონლაინ, ასევე დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში.
,,ჩვენთვის არა მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოება, არამედ ტურისტებიც მთავარია. ბუნებრივია, ბილეთები ონლაინ გაიყიდება. როცა ეროს რამაზოტიზე ვსაუბრობთ, სპორტის სასახლის სალაროები არ არის შესაბამის ფორმაში, არ არის კარგად მოწყობილი, ამიტომ ბილეთები დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში გაიყიდება”, – განაცხადა გიორგაძემ.
ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში 24 აპრილს გაიმართება.

Visited 125 times, 1 visit(s) today