ესპანეთში ორი ქართველი მოკლეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ესპანეთში, ქალაქ ტერასაში ორი ქართველი მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.

elperiodico.com-ს ცნობით, 31 და 46 წლის მამაკაცები სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში შემთხვევის დროს კიდევ სამი ქართველი იმყოფებოდა, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს, მოგვიანებით კი ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ესპანეთში საქართველოს წარმომადგენლობას ჯერჯერობით ოფიციალური ცნობა არ მიუღია, თუმცა შემთხვევის შესახებ საკონსულოსთვის ცნობილია და საელჩო დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

Visited 189 times, 1 visit(s) today