ეს არის დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, დემოკრატიის პრინციპზე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციურ კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
„ეს არის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, დემოკრატიის პრინციპზე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე – ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც არის განმსჭვალული მისი თითოეული მუხლი“ , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 164 times, 1 visit(s) today