ეს არის სიცრუე, რომ ვინმეს კლანებია დაკავშირებული ამ კონკურსთან

დავით ნარმანია უარყოფს, რომ ავტობუსების ტენდერში გამარჯვებით ”შარანგიების კლანია” დაინტერესებული. თბილისის მერმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გაკეთა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიის მიერ ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ კონკურსში შესაძლოა შარანგიებმა გაიმარჯვოს.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, შერჩევა-შეფასების პროცედურები საერთაშორისო ნორმებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წესებით მიმდინარეობს.

„ეს არის სიცრუე, რომ ვინმეს კლანებია დაკავშირებული ამ კონკურსთან. შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს საერთაშორისო ნორმებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წესებით. შესაბამისად, როგორც კი დასრულდება შერჩევა-შეფასების პროცედურები, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ნარმანიამ.

Visited 114 times, 1 visit(s) today