ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე სამეცნიერო წრეების, ადვოკატთა ასოციაციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან – გენადი მაკარიძესთან და თამარ ოქროპირიძესთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. გენადი მაკარიძეს მოსამართლედ მუშაობის თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს. 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე, იგი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში უვადოდ განწესებული მოსამართლე. თამარ ოქროპირიძეს მოსამართლედ მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება აქვს.
2021 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში უვადოდ განწესებული მოსამართლეა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა უპასუხეს ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების – „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“, ასევე, პარლამენტის უფრაქციო წევრების შეკითხვებს. გასაუბრების პროცესში კითხვები, ასევე, დასვეს არასაპარლამენტო სუბიექტების – ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების – „დემოკრატიის ინდექსი“ და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენლებმა.

„დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უკვე ტრადიციული პროცედურის ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატთან გასაუბრება გაიმართა. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე სამეცნიერო წრეების, ადვოკატთა ასოციაციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ხვალიდან გასაუბრების პროცესი განახლდება და ჩვენ კიდევ ორ კანდიდატს – ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გავესაუბრებით“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

Visited 39 times, 1 visit(s) today