ეს იყო დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მაღალ დონეზე

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მასმედიის წარმომადგენლებთან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი შეაფასა.
“ეს იყო დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მაღალ დონეზე და გამოვიყენებდი ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს” – მიხეილ ჯანელიძე.

Visited 149 times, 1 visit(s) today