ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და საქართველოში სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ ამას“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დემირელის კოლეჯის დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოთი გათავისუფლებას.

„რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, ყველა პირობებში დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 84 times, 1 visit(s) today