ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთიან საგამოფენო სივრცეში ხდება 6 ნონკონფორმისტი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ, ირაკლი შიოშვილთან და პარლამენტის წევრ, დავით სონღულაშვილთან ერთად, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნონკონფორმისტი მხატვრების გამოფენა „თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება” გახსნა.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთიან საგამოფენო სივრცეში ხდება 6 ნონკონფორმისტი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენის დასახელება სიმბოლურია, რადგან მხატვრებს, რომელთა ნაშრომებიც წარმოდგენილია გამოფენაზე, ერთი რამ აერთიანებთ. ეს არის საბჭოთა იდეოლოგიასთან და მენტალიტეტთან ბრძოლა თავისუფლებისთვის.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გამოფენის ფარგლებში ნიკო ფიროსმანაშვილის 13 მხატვრული ნაწარმოების გვერდით, ფართო საზოგადოებისათვის პირველად ჯგუფურად არის ექსპონირებული 6 ნონკონფორმისტი მხატვრის – ავთო ვარაზის, ოთარ ჩხარტიშვილის, თემო ჯაფარიძის, ამირ კაკაბაძის, ვატია დავითაშვილისა და ავთო მესხის 50-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, კოლაჟური, ასამბლაჟის და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და კერძო კოლექციებიდან. ვიზიტორებს გამოფენის ხილვის შესაძლებლობა 2022 წლის 5 მაისამდე ექნებათ.

Visited 68 times, 1 visit(s) today