ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთანამშრომლობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთანამშრომლობა – ამ შინაარსის შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგეობების, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან გამართა.
აუდიენციაზე განხილული იქნა სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველ ინსტიტუტებს შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა. ხაზი გაესვა რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების კოორდინირებულად წარმართვას. მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ღონისძიებებში სამხარეო ადმინისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ჩაერთვება.
გოჩა ზეიკიძის თქმით ანალოგიური სამუშაო შეხვედრები ყოველ ორ კვირაში ერთხელ, სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართება.

Visited 204 times, 1 visit(s) today