“ექო-თოფუზი 2017” ციხისძირსა და მისაქციელს ეწვია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი, “ექო-თოფუზი 2017” მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ციხისძირსა და მისაქციელს ეწვია.
სტუმრებს ანიმატორები ქუჩის მხიარული მსვლელობით შეეგებნენ და “ბარაბან-შოუ” მოუწყვეს.
ფესტივალის ფარგლებში ახალი ქართული ანიმაციური ფილმების კინოჩვენებები შედგა ციხისძირის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც ავტორებმა თავიანთი ფილმები თავად წარუდგინეს პატარებს.
გაიმართა ანიმაციის გასართობ-შემეცნებითი ვორქშოპი მისაქციელის საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობა ანიმაციისა და ხატვის მოყვარულმა მოსწავლეებმა მიიღეს. ისინი გაეცვნენ ანიმაციური ფილმის წარმოების საბაზისო ეტაპებს და თავადაც ჩაერთნენ პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ,,ექო- თოფუზი2016“ შარშან ნიჩბისის საჯარო სკოლას სტუმრობდა.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა .
ანიმაციის განვითარების ფონდი 2007 წელს დაარსდა, რომელსაც საქართველოს 5 რეგიონში გახსნილი აქვს სასწავლო სტუდიები და ყოველწლიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ანალოგიურ ფესტივალებს მართავს.
ფონდის მთავარი მიზანი საქართველოში ანიმაციური ფილმწარმოების განვითარება და შემდეგ მსოფლიოში მისი ინტეგრაციაა.

Visited 176 times, 1 visit(s) today