„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სხვადასხვა კომპანიებმა ქართული ღვინო, ჩურჩხელა, თაფლი, მაწონი და ტკბილეული წარმოადგინა ხოლო, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით – ქართული თექის, კერამიკის, ტიხრული მინანქარის, ნაქარგობისა, მხატვრული და ხელნაკეთი ნამუშევრებია გამოფენილი. გამოფენა-გაყიდვა „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოფენის პარალელურად, პანტომიმის თეატრის მსახიობებმა პერფორმანსი, ხოლო ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვისა და მუსიკალურმა ანსამბლებმა სესიის დელეგატებისთვის სპეციალური პროგრამა წარმოადგინეს.

Visited 301 times, 1 visit(s) today