ე.წ. პანამის ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, ე.წ. პანამის ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ რადგან ეს ინფორმაცია გაჟღერდა, გამოძიება ჩატარდება. ეს გამოაშკარავება კარგი ახალი ამბავია. ვინაიდან, გაზრდის საგადასახადო შემოსავლებს იმათგან, რომლებმაც თაღლითობა ჩაიდინეს” – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საგამომძიებლო ჟურნალისტურმა კონსორციუმმა (ICIJ) სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა.
ICIJ-ს ხელში აღმოჩნდა პანამის იურიდიული კომპანიის “მოსე ფონსეკას” საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია, როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ნახსენები კომპანია თავის კლიენტებს ეხმარებოდა გადასახადების დაფარვასა და ფულის გათეთრების საკითხებში. ფირმის დოკუმენტებში ნახსენებია 72 ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მეთაურები, ასევე ცნობილი ადამიანები. დოკუმენტებში ნახსენებია 4 ფირმა, რომელსაც სხვადასხვა სახით კავშირი ჰქონდა რუსეთთან.

Visited 164 times, 1 visit(s) today