ვაზიანში მისასვლელი გზის მოასფალტება და საუბნო გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში, ისევე, როგორც სხვა სოფლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით სოფლის პროგრამით, რეგიონული განვითარების ფონდისა თუ ადგილობრივი ბიუჯეტის მეშვეობით დაფინანსდა სოფლის გზების მოწყობის, გარე განათების, სასმელი წყლის სისტემებისა და სოფლის სხვა ინფრასტრუქტურის სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2013 წელს ვაზიანში რეგიონული განვითარების ფონდიდან გადმორიცხული თანხებით ჩატარდა სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფელი, რომელიც მუდმივად სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიდა, ამჟამად წყლით სრულად მარაგდება. სოფლის პროგრამით კი ვაზიანელებმა სარიტუალო სახლისთვის ინვენტარი შეიძინეს. 2014 წელს, ვაზიანში 15 451 ათასი ლარი დაიხარჯა სოფლის პროგრამის ფარგლებში . ამ თანხით სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე სანიაღვრე არხი მოეწყო, შემოიღობა სოფლის სარიტუალო სახლი და მოიხრეშა სკოლასთან მისასვლელი გზა. რეგიონული განვითარების პროგრამით კი გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფლის სასმელი წყლის სათაო ნაგეობებს, მოხდა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციაც, რეგიონული ფონდიდან ამ სამუშაოებისათვის 69 361 ლარი დაიხარჯა. 2015 და 2016 წლებშიც კვლავ გაგრძელდა სოფლის დარჩენილ უბნებზე გზების მონაკვეთების შეკეთება, სასმელი წყლის სისტემის სრულყოფა და გარე განათებების დამონტაჟება, რიტუალების სახლშიც შეიყვანეს გაზი. 2017 წლისთვის დაგეგმილი სამუშაოები – სოფელში მისასვლელი გზის მოასფალტება და საუბნო გზების რეაბილიტაცია – უკვე დასრულებულია. სოფელში დაგეგმილია მინი სტადიონი მოწყობაც, რომლის მშენებლობა ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. მისი პროექტის ღირებულება 53 875 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გაზმშენი 7“ შეასრულებს. ვაზიანის გარდა იგივე კომპანია სოფლ ქსანში, ძეგვსა და წეროვანში წლის ბოლომდე დაასრულებს ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონების მშენებლობას. ყველაფერი ეს, ვიქრობთ, ადგილობრივ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

Visited 168 times, 1 visit(s) today