ვალერიან მჭედლიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან მარეკ შჩიგელთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან მიჰაელა გერასიმისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისა და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა და საჭიროებები. მათ შორის, დევნილთა დასახლებებში და კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ვითარება. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის სფეროები, როგორიცაა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური კამპანია, სადაც სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივადაა ჩართული. მისიის ხელმძღვანელმა რეგიონის რწმუნებულს გორის რეგიონული ოფისის საქმიანობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. ვალერიან მჭედლიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ საქმიანობისთვის, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში ახორციელებენ.

Visited 73 times, 1 visit(s) today