ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობა ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ,მოადგილესთან ლაშა გიორგაძესთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აგურის ტიხრისა და კიბის დემონტაჟი,ხის კარ-ფანჯრების და მანსარდის სრული დემონტაჟი და ახალი სახურავის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 165 000 ლარი დაიხარჯება.
სულორის ბაღის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თეთრები” ახორციელებს.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თნახმად, სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

Visited 155 times, 1 visit(s) today