ვანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ვანის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
დღეს გამგებლის წარმომადგენელმა ქ. ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ ხელაძემ, ქალაქის სხვა და სხვა ქუჩებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა .
ჯორჯიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39.197 ლარი გამოიყო,სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „გლობალ ბილდინგი“ ახორციელებს.
წელს ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის წლობით გადაუჭრელი პრობლემაც მოგვარდა და კეკელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დასასრულს უახლოვდება, მიმდინარე სამუშაოების დასაფინანსებლად, რომელსაც შ.პ.ს. „ფირმა იმედი ახორციელებს“, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 148.838 ლარია გამოყოფილი.
ყიფიანის ქუჩაზე,გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკთან მისასვლელ გზაზე ეწყობა კიუეტები ,რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21.833 ლარი გამოიყო.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 26 მაისის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 196.853 ლარია გამოყოფილი , სამუშაოები უკვე დაწყებულია ,ეწყობა სანიაღვრე არხები.
დღესვე ვლადიმერ ხელაძემ ქ.ვანის N 1 საბავშვო ბაღის ახლად გარემონტებული შენობაც დაათვალიერა, ბაღში სარემონტო სამუშაოები დასრულებულია,მიმდინარეობს შენობის ინვენტარით აღჭურვა. აღსანიშნავია,რომ N1 ბაღის მშენებლობა გასული წლის მიწურულს დაიწყო, შენობა 200 ბავშვზე გათვლილი და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.შენობის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 381. 000 ლარი დაიხარჯა.
დასასრულს ქალაქ ვანის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საავადმყოფოს შენობაში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესიც მოინახულეს. ათწლეულების მანძილზე ვანში საავდმყოფოს არარსებობით გამოწვეული პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებული და საჭირო გამოკვლევებისთვის აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი საავადმყოფოს მომსახურებით ისარგებლებს.

Visited 184 times, 1 visit(s) today