ვაპირებ, აჭარის მთავრობასთან მეჩეთის თემაზე საუბარს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვაპირებ, აჭარის მთავრობასთან მეჩეთის თემაზე საუბარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, მუსლიმებმა მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს.

“მეჩეთის საკითხი დიდი ხანია დგას, წერილითაც მომმართეს ამის თაობაზე. აჭარის მთავრობასთან საუბრის შემდეგ ალბათ გაკეთდება შესაბამისი რეაგირება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, მუსლიმების 12 ათასიანი ხელმოწერილის შესახებ, რომლითაც ისინი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ, მთავრობის პირველი პირები ინფორმირებული არიან. მუფთი დარწმუნებულია, რომ მთავრობა მუსლიმებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.

Visited 165 times, 1 visit(s) today