ვაჟა ჩოხელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მჭადიჯვრისა და გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულბში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ამჟამად, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, კერძოდ წყლის რეზერვუარისა და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები და ცენტრალური მაგისტრალის დაქსელვა. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება 560-მდე ოჯახის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. გამგებელმა დაათვალიერა აგრეთვე, სოფ. მჭადიჯვრის გაზიფიცირების სამუშაოები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.
გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიქელაანსა და პეტრიაანში, სტიქიით დაზიანებულ ორ მონაკვეთზე დასრულდა წყალგამტარი მილ-ხიდების მშენებლობა, მოეწყო ნაპირსამაგარი გაბიონები. განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის თავისუფალ გადადგილებას, რაც უამინიდობის პირობებში მათთვის პრობლემას წარმოადგენდა.

Visited 144 times, 1 visit(s) today