ვარაზისხევის და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

Visited 25 times, 1 visit(s) today