ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვაშლის მოსავლის სეზონთან დაკავშირებული საკითხები გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩართული მხარეების კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაციით”, – განაცხდა მინისტრმა.

მიმდინარე წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს; კომპანიები ვაშლის მიღებას სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 74 times, 1 visit(s) today