ვახტანგ მახარობლიშვილი ლიტვის რესპუბლიკის სეიმში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ლიტვის რესპუბლიკის სეიმში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ლიტველ პარლამენტარებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვის საკანონმდებლო ორგანო წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ და მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არაერთი მხარდამჭერი განცხადება და რეზოლუცია. მინისტრის მოადგილემ ასევე გააცნო ლიტვურ მხარეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობას და მიმდინარე წლის ნოემბერში, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს და მის მოლოდინებს.

Visited 203 times, 1 visit(s) today