ვახტანგ მახარობლიშვილი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დარიუს სკუსევიჩიუსთან, რომელიც საქართველოს „აღმოსავლეთ პარტნირობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვია. შეხვედრაზე მინისტრების მოადგილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს 2018 წელს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი მოვლენები და განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტები.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ დინამიკას. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ბრიუსელში გამართულ ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის მაღალ დონის პირველ შეხვედრას, ხოლო ვახტანგ მახარობლიშვილმა გააცნო ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკაზე მუშაობის პროცესში არსებული პროგრესი.

Visited 123 times, 1 visit(s) today